ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„მე საჩუქრად სიძულვილს არ მოგიძღვნით“ (ვიდეო)

პარიზში, ბატაკლანის თეატრში ტერაქტის ერთ-ერთი მსხვერპლის მეუღლემ, ანტუან ლერისმა ცოლის, ელენისადმი მიძღვნილი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც დღეს სოციალური ქსელების მილიონობით მომხმარებელმა გააზიარა. ვიდეო BBC-ის ვებგვერდზეც დევს: „პარასკევ საღამოს თქვენ გამორჩეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეთ – ამბობს ანტუანი ვიდეოში – ჩემი ცხოვრების სიყვარულის, ჩემი შვილის დედის, მაგრამ ჩემს სიძულვილს ვერ ეღირსებით. არ ვიცი ვინ ხართ და არც მინდა ვიცოდე – თქვენ მკვდარი სულები ხართ. თუ იმ ღმერთმა, რომლის გულისთვისაც ასე ბრმად კლავთ, თავის ხატად შეგვქმნა, ჩემი ცოლის სხეულში მოხვედრილი თითოეული ტყვია მის გულში გაივლიდა. ამიტომ, მე თქვენ საჩუქრად სიძულვილს არ მოგიძღვნით. აშკარაა, რომ ამის მიღწევა გინდოდათ, მაგრამ საპასუხო მრისხანება ისეთივე უვიცობა იქნება, რომელმაც ასეთებად გაქციათ. გინდათ რომ მეშინოდეს? გინდათ რომ ეჭვის თვალით შევხედო ჩემს თანამოქალაქეებს? თავისუფლება უსაფრთხოებას შევწირო მსხვერპლად? თქვენ წააგეთ“ – ამბობს ანტუან ლერისი ცოლისადმი მიძღვნილ ვიდეოში. როგორც გითხარით, ვიდეო სოციალური ქსელების მილიონობით მომხმარებელმა გააზიარა.

იტვირთბა....