პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
„ბატონი კახი კავსაძე შემოვიდა რამოდენიმე დღის წინ, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. დადებითი დინამიკა გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. დიდი სურვილია მედპერსონალის და პირადად ჩემი, რომ ბატონი კახი გაეწეროს კლინიკიდან გამოჯანმრთელებული. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მან დასძლიოს კოვიდ პნევმონია“ – განაცხადა ლევან რატიანმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.