მთავარი ციტატა

“შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს ის პირუტყვი მოსამართლე და მონები”- ხოშტარია

ბოროტება დგას გულგრილობაზე, მორჩილებაზე, კონფორმიზმზე. შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს მაგალითად მდუმარე გულგრილი ხალხი საგარეოში, არ ჰყავდეს ის მონები, ვინც დღეს გალსტუკი მოიჭირა, კოსტიუმში გამოიწკიპა და თავს პროკურორს უწოდებს, ასევე ის პირუტყვი მოსამართლე. ეს დამნაშავეები ახლა წავლენ სახლში, თან ალბათ ოჯახში იამაყებენ კარგად მიდის ჩემი კარიერაო, ტელევიზორში ორჯერ გამოვჩნდიომომიწონებენ თავდადებას და დამაწინაურებენო და ნატალია და ივერი აგრძელებენ შეურაცხმყოფელ გარემოში, ციხეში ყოფნას. ეს სიმახინჯე აუცილებლად დამთავრდება.”

ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველის” წევრი

აღნიშნულით ხოშტარია კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა.

სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. 

იტვირთბა....