„ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვან ეტაპზეა და იმედი გვაქვს, პოლიტიკური პარტიები, რომელთაც პარლამენტში შესვლისთვის მხარდაჭერა მოიპოვეს, ამ შესაძლებლობას სათანადოდ შეაფასებენ. შეთანხმებასთან ახლოს ვართ ყველანი, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში“.
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე
მისივე თქმით, ამ საპარლამენტო არჩევნებმა შექმნა პარტიებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის კეთების შანსი და ეს შანსი არ უნდა დაიკარგოს.
წყარო: ipn.ge