ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წაიყვანე ჩემი შვილები და შენ არჩინე“- რუსთავში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

რუსთავში გარემოვაჭრეები ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და პროტესტის ნიშნათ გზა გადაკეტეს.

მოვაჭრეებს, რომლებიც ტანსაცმელს ყიდიან, საქმიანობის უფლება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებს გამო ეკრძალებათ.

აქციის მონაწილეები რუსთავის მერს მოუწოდებენ, საქმიანობის უფლება დართოს: “წაიყვანე ჩემი შვილი და შენ არჩინე!”- ასე სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

პროტესტის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს, მანქანის მძღოლებსა და მგზავრებს შორის, რომელთაც აქციის მონაწილეები გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.

აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებიც.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

იტვირთბა....