ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეზღუდვების მიუხედავად, რუსთავში გარემოვაჭრეებმა დახლები გაშალეს

რუსთაში გარემოვაჭრეები 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან და გარეთ ვაჭრობა განაახლეს.

როგორც გარემობაჭრეები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა შეიზღუდა, ვაჭრობაზე უარს ვერ იტყვიან, ვინაიდან სხვა შემოსავალი არ აქვთ.

ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ “ფორმულასთან” განაცხადა,  რომ რუსთავი მერმა მათ მუშაობის ნების დართვის პირობა მისცა.

მისივე თქმით, გარევაჭრობით მიღებული თანხა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ხოლო,  ხელისუფლებისგან კი დახმარებას ვერც ახლა მიიღებს და არც გაზაფხულზე მიუღია.

“84 კილო ვიყავი და 64 გავხდი. სხვა რა ვთქვა აბა”. – უთხრა მან ფორმულას ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

იტვირთბა....