ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ეკატერინე ტიკარაძე: რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და არის პრობლემები

„რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს ეს არის მუდმივად ცვლადი პროცესი, რომელიც გაშლილია საქართველოს მასშტაბით“. – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არის ხარვეზები და არის პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და არის პრობლემები, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში 112-დან დაწყებული ბოლო წერტილამდე პანციენტის განთავსებამდე გავდივართ ამ ჯაჭვს, ვაკვირდებით, რა არის პრობლემა და ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას. უშუალოდ, პირადად ვარ ჩართული ამაში და გარდა ჩემი ჩართულობისა, ჩემი ორივე მოადგილე ჩართულია და ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ამ ხარვეზებს და შესაბამისად, ვცდილობთ მათ აღმოფხვრას“. – განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში ახალი კოვიდვირუსის 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

იტვირთბა....