მთავარი ციტატა

“ხელისუფლებას მიტოვებული ჰყავს ხალხი და ერთჯერადი დახმარება არაფერს უზამთ”- გარემოვაჭრე

“ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ოჯახში გამოკეტვა. ითხოვენ დისტანციურად გაყიდონ ის, რისი გაყიდვის საშუალებაც ექნებათ. ესაა მათი შემოსავლის წყარო. თვითონ გახარიას ჰქონდა კორონა, მთელი ხელიუსფლების წარმომადგენლები იზოლირებული იყვნენ. ხელისუფლებას მიტოვებული ჰყავს ხალხი და ერთჯერადი დახმარება არაფერს არ უზამთ.”

ამის შესახებ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ  “დღის ამბებში” განაცხადა და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გააკრიტიკა.

როგორც გარემოვაჭრე ამბობს, ისინი შემოსავლის გარეშე რჩებიან და ჯარიმების მიუხედავად, სახლში დარჩენას არ აპირებენ. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

იტვირთბა....