“მოვდუნდით ზაფხულის პერიოდში. ასევე იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოების ძალან დიდმა ნაწილმა უზარმაზარი საზოგადოებრივი წნეხი მოახდინა, რომ სკოლები და ბაღები უნდა გახსნილიყო. ეს იყო ნაადრევი გადაწყვეტილება. იგივე, ალბათ, როდესაც ბათუმი არ ჩავკეტეთ და სვანეთის შემთხვევა როგორც იყო, არ გამოვაცხადეთ ქალაქის ლოქდაუნი, იმიტომ, რომ საარჩევნო პროცესი ზარალდებოდა.”
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ამის შესახებ კულუმბეგოვმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.