გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბებია და შვილიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. 20-წლის გოგოს ორი გადაუდებელი ოპერაცია კლინკა ,,გორმედში“ დღის გნმავლობაში გაუკეთდა, საღამოს კი შესაძლებელი გახდა მათი გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში. ბებიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც კვლავ მძიმეა.
შეგახსემებთ ავარია წუხელ სოფელ კარალეთში მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა სოფელში ავტომობილით მიმავალ ბებიას და შვილიშვილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
წყარო: “პრაიმტაიმი.”