ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინაა ეს ამორალური იდიოტი? – ან, მე ტიკარაძესთან რა კავშირში ვარ?” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მოქალაქე, იდა ბაკურიძის განცხადებას პასუხობს.

“ეს ან ვინაა, ან რა უნდა, ან რომელ ოჯახს მივადექი? პირიქით, ჩემს ოჯახს არის მომდგარი ხელისუფლება რვა წელია და ჩემიან, ცოლიან, ბავშვებიანად გვატერორებს გვიღებსმ გვისმენს, გვითვლათვალებს. და ამ არსების ამოღებული ხმა მე არ გამიგია. და ახლა რატომ ან საიდან გავახსენდი, ან ტიკარაძესთან რა კავშირში ვარ? მოკლედ, ვინაა ეს ამორალური იდიოტი?” – წერს ნიკა გვარამია.

ინფორმაციისთვის, “ფეისბუქის” მომხამრებელმა, იდა ბაკურიძემ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომ როცა მელაძე და გვარამია ჩვენს ოჯახებსაც მოადგებიან იტყვიან “ტვ პირველის/მთავარის ინფორმაციით”-ო.

“ნოდარ მელაძეები და ნიკა გვარამიები ჩვენ როცა მოგვადგებიან ან ჩვენს ოჯახის წევრებს, იტყვიან ბომბ არგუმენტს “ტვ პირველის/მთავარის ინფორმაციით” და ტყუილს ან სისხლის სამართლის დანაშაულებს დაგვაბრალებენ, იქ მიხვდებით, რომ ტიკარაძეებზე და თალაკვაძეებზე ხმა უნდა ამოგეღოთ. გვიანი კი იქნება ნამეტანი.” – წერს “ფეისბუქის” მომხმარებელი.

იტვირთბა....