“გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში მდებარე სპორტული ფიტნეს-კლუბის დარბაზი „Reformerfitness”-ი საცხოვრებელ ბინად იქირავა.
ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ზეპირი ხელშეკრულების დადების შესახებ საუბრობს.
„ყველას, ვინც იქნებით ბათუმში, ქობულეთში, კვარიათში, გონიოში, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან სტუმრად და ივარჯიშოთ. სხვას აქ შემოსვლის უფლება არ ექნება. მწეველებს, მსმელებს არ ვუშვებთ. ერთადერთი, შეუძლია შემოვიდეს შრომის ინსპექციას, რომელიც შეამოწმებს, სალარო აპარატი მუშაობს თუ არა, ნახავს, რომ არ მუშაობს და ისევ გავა“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა სპორტდარბაზი „ReformerFitness” კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის გუშინ დააჯარიმეს. გუშინ კლუბმა ე.წ. დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.