მთავარი ციტატა

“ამ პირების ჩვენებები შეუსაბამოა”- ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი გრიფით „საიდუმლო” მასალებზე

“მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გრიფით „საიდუმლოს“ სანამ მოხსნიდნენ, მთელი რიგი მასალა ამოღებულია და კარგად გადაამოწმეს. დაშიფრულია, თუ ვინ არიან დაკითხულები, ეს ჩემთვის უცნობია, ამ პირების ჩვენებები შეუსაბამოა.”

მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ასევე ადვოკატის ინფორმაციით, ყველა აფთიაქიდან მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნული მედიკამენტები მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, შესაბამისად, თამარი მას ვერ შეისყიდდა.

შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულების სახით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს სააფთიაქსო ქსელებში სხვადასხვა სახის მედიკამენტს ყიდულობს. 

თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივლისს გაუჩინარდა. ის თეთრიწყაროს ტყეში 5 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. 

იტვირთბა....