მთავარი ციტატა

“ყველა აფთიაქიდან მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნული მედიკამენტები მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, შესაბამისად, თამარი მას ვერ შეისყიდდა”- ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეზე

 “დავადგინეთ, რომ მედიკამენტზე, რომელზეც თავიდანვე ვამბობდით, რომ არ იყო თამარის მიერ შეძენილი, ყველა აფთიაქიდან მიიღეს პასუხი, რომ გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით და შესაბამისად, თამარი მას ვერ შეისყიდდა, რეცეპტი არ დევს საქმეში და ივლისიდან მოყოლებული დღემდე ცდილობენ, რომ იქნებ როგორმე სააფთიაქო ქსელში ნახონ, ოჯახის წევრმა ხომ არ შეიძინა და ოჯახიდან ხომ არ ჰქონდა წაღებული თამარს. მკვლელებს ხელს აფარებენ! ეს მკვლელობაა და ცალსახად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქმე.

მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულების სახით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს სააფთიაქსო ქსელებში სხვადასხვა სახის მედიკამენტს ყიდულობს. 

თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივლისს გაუჩინარდა. ის თეთრიწყაროს ტყეში 5 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. 

იტვირთბა....