ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახი კავსაძე კორონავირუსითაა ინფიცირებული – ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ

საქართველოს სახალხო არტისტი, კახი კავსაძე კორონავირუსითაა ინფიცირებული. მისი ჯაჯნმრთელობის მდგომარეობის დამძიმება სწორედ ამან გამოიწვია.  მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

როგორც ამ დროისთვის ცნობილია, კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება და ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.

ცნობილი ხდება, რომ კორონავირუსითაა დაინფიცირებული კავსაძის ოჯახის ყველა წევრიც.

საავადმყოფოში კახი კავსაძის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. როგორც ექიმები აცხადებენ, კავსაძე კრიტიკულ მდგომარეობაშია, მას სუნთქვის უკმარესობა აქვს.

 

იტვირთბა....