ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩაკეტვა ვერ დაამთავრებს ინფექციას, ძნელი იქნება ჯაჭვის გაწყვეტა”- ექიმი შეზღუდვები საჭიროებაზე საუბრობს

ინფექციური საავადმოფოს მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვები ჯაჭვს ვერ გაწყვეტს და ეს უახლოეს პერიოდში შედეგს ვერ მოიტანს.

როგორც ზალდასტანიშვილმა  “დღის სტუმარში” განაცხადა, აღნიშნული მკაცრი შეზღიდვები ინფექციას ვერ დაასრულებს.

მისივე მოსაზრებით, როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, კლინიკეში მოქალაქეების მიმართვიანობაც გაიზრდება.

“ჩაკეტვა ვერ დაამთავრებს ინფექციას, ძნელი იქნება ჯაჭვის გაწყვეტა. თუმცა იმედი მაქვს, მძიმე პაციენტების რაოდენობა იმდენად დიდი აღარ იქნება, როგორც ახლაა. ეფექტი არ გამოჩნდება 1 და 2 კვირაში, დაახლოებით 3 კვირის შემდეგ შეგვიძლია ვიხილოთ, რომ შემცირდა ნაკადი. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები მკაცრია და წერტილოვანს ვერც ვუწოდებთ მას, როგორც კი მოიხსნება რეგულაციები, მოიმატებს მომართვიანობაც”, – ამბობს ზალდასტანიშვილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დღეიდან, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

იტვირთბა....