ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აბაშიძე ივანიშვილის სახელით მიდის და უდასტურებს, რომ პუტინის მოკავშირე კომუნისტებს თავზე ვინც არ ისვამს, მათგან უნდა გაიწმინდოს ქვეყანა” – ჩერგოლეიშვილი კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შესახებ

“ზურაბ აბაშიძე ივანიშვილის სახელით მიდის და უდასტურებს “განწყობას” რომ პუტინის მოკავშირე კომუნისტებს თავზე ვინც არ ისვამს – მათგან უნდა გაიწმინდოს ქვეყანა,” – აღნიშნული განცხადება “ტაბულას” მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პრემიერ-მისნისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ გააკეთა.

როგორც ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქ” მიმართვაში აღნიშნავს, აბაშინ – კარასიძის ფორმატი უნდა გაუქმდეს!

“პუტინის ინტერესია, მისივე თქმით, მეოცე საუკუნის “ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფის”, საბჭოთა კავშირის დაშლის შემობრუნება და რუსეთის გავლენის აღდგენა.

ეს არის ფაქტი, რომელზეც არავინ დავობს. რა გამოუვა ცალკე საკითხია, მაგრამ ამ მიზნისკენ მიისწრაფის.

ამ ამოცანიდან გამომდინარე, მას სურს დასავლეთის სრული განდევნა იმ ტერიტორიებიდან, რასაც ის რუსეთის “უკანა ეზოდ” განიხილავს.

ამიერკავკასიაში ამ მხრივ წარმატება აქვს – მისი სამხედრო პრეზენსი გაიზარდა, 2000 რუსი სამშვიდობო დადგა აზერბაიჯანში, თან ომი დასავლეთის ყოველგვარი ჩარევის გარეშე დასრულდა. არც ევროკავშირს და არც შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში როლი ფაქტობრივად არ უთამაშიათ.

საქართველოშიც იგივეს შეეცდება – სანამ ვასალი მთავრობა ყავს.

ზურაბ აბაშიძე ივანიშვილის სახელით მიდის და უდასტურებს “განწყობას” რომ პუტინის მოკავშირე კომუნისტებს თავზე ვინც არ ისვამს – მათგან უნდა გაიწმინდოს ქვეყანა. აღმოსაფხვრელი ყოფილა განწყობა, რომ პუტინისტი კომუნისტი თავზე არ დავისვათ.

ცოტა ხანში, შეიძლება ჟენევის ფორმატის გაუქმების განწყობაც დაუდასტუროს.

ასე დავრჩებით რუსეთთან პირისპირ.

აბაშინ – კარასიძის ფორმატი უნდა გაუქმდეს!

აუცილებლად უნდა გაუქმდეს.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

იტვირთბა....