ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თეა წულუკიანი შესაძლოა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გახდეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა შესაძლოა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაიკავოს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ თეა წულუკიანი მთავრობის ნაცვლად საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს, ის სავარაუდოდ, პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.

მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს სულ ხუთი მოადგილე ეყოლება, რომელთა კანდიდატურებსაც როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია დაასახელებს.

წყარო: “პირველი არხი”

იტვირთბა....