მსოფლიო

პარიზში პოლიციამ ორი ტერორისტი მოკლა

პარიზში გუშინდელი ანტიტერორისტულ რეიდების შედეგად ორი ტერორისტია მოკლული, 8  კი დაკავებული. პოლიციის ინფორმაციით, ამ ადამიანებს კავშირი აქვთ წინა კვირას პარიზში მომხდარ ტერაქტებთან.

Euronews -ის ცნობით რეიდები პარიზის ჩრდილოეთით და Saint Denis -ის გარეუბანში მიმდინარეობდა.

საფრანგეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შენობაში პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ლიდერი და ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი იმყოფებოდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია დაპატიმრებულთა ან დაღუპულთა შორის თუ არის აბაუდი.

შეგახსენებთ, რომ მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო გამოცემებმა გუშინ დაიწყეს.

აბოუდს ბრალად ედება პარიზის ტერაქტების ორგანიზება, რომელსაც 129 ადამიანი ემსხვერპლა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობა.

 

 

 

იტვირთბა....