aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს შავი პარასკევი საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი” – გიორგი ფხაკაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ის, რაც დღეს სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდებოდა, დაუშვებელია,” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

როგორც ფხაკაძემ გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, შეზღუდვებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა. მისივე განმარტებით, შეზღუდვების დაწესება უკვე დაგვიანებულია.

„ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, ჩვენმა ქვეყანამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მე მგონი, ერთადერთი ვარ, ვინც ამას ვამბობ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩვენ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც არის უჭკუო და ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვერ ვებრძვით ამ ვირუსს. საუბარი არის, რომ პირბადეს არ ვიკეთებთ, 2-მეტრიან დისტანციას არ ვიცავთ, ხელებს არ ვიბანთ.

შეხედეთ, დღეს რა ხდებოდა მეტროში და მაღაზიებში, სიტყვები არ მყოფნის! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება! შეზღუდვები ხომ იქნება ხვალიდან, 2 კვირაში ნახავთ რა აფეთქება იქნება ქვეყანაში. ვამბობდი, რომ 24 აგვისტოდან ჩვენ ვირუსი გაგვექცა, სექტემბრის დასაწყისში უნდა შემოღებულიყო ის ზომები, რომელიც ახლა არის შემოღებული, დააგვიანეს. ვირუსი გაქცეულია, ეს არ არის აფეთქება, ამას უკვე აფეთქებაც არ ჰქვია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

იტვირთბა....