როგორც უდუმაშვილი აღნიშნავს, ეს „ლოქდაუნი“ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას.
„ჩვენ სხვადასხვა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის, აქციებსაც, პროტესტს სხვადასხვა ფორმით. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ „ლოკდაუნის“ გამოცხადების შემდეგ, პროტესტი ჩაცხრება, ძალიან ცდება. ეს „ლოქდაუნი“ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას. ასე რომ, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის, იმაზე, პარლამენტის პირველ სხდომას როგორ შევხვდებით,”- აცხადებს უუდმაშვილი.
მისივე თქმით, “მასშტაბური „ლოკდაუნის“ გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეს რეალურად ეპიდემიის შეჩერებას ემსახურება”.
“მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და იქნება მუდმივი პროტესტი. რა თქმა უნდა, განიხილება მასშტაბური აქციებიც, თუმცა მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან ქვეყანაში საყოველთაო „ლოკდაუნია“, ტრანსპორტიც გაჩერებულია და ხალხის გადაადგილება ძალიან ჭირს და მე მგონი, ასეთი მასშტაბური „ლოკდაუნის“ გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეს რეალურად ეპიდემიის შეჩერებას ემსახურება,”- აცხადებს უდუმაშვილი.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ ახალი შეზღუდვების გატარებაზე გადაწყვეტილება მიიღო. იხილეთ სრული ჩამონათვალი.