მეტალის გემოს შეგრძნება, შესაძლოა, კორონავირუსის კიდევ ერთი, ადრეული სიმპტომი იყოს, – ამის შესახებ გამოცემა express.co.uk აშშ-ის ჯანმრთელობის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით წერს.
კვლევაში ერთ-ერთი პაციენტის (59 წლის ქალი) მაგალითზე ვკითხულობთ, რომ ის ვირუსის დადასტურებამდე, იმ საჭმლის მირთმევისასაც კი, რომელიც, როგორც წესი, მოსწონს, მეტალის გემოს გრძნობდა. მოგვიანებით კი, გამოკითხვისას მან დაადასტურა, რომ ნელ-ნელა ყნოსვის შეგრძნეება დაკარგა.
„მიხარია, რომ ადრეული სიმოტომები შევამჩნიე და მივედი საავადმყოფოში, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ბერად მძიმე იქნებოდა“, – ამბობს პაციენტი.
აღსანიშნავია, რომ მეტალის გემოს შეიძლება ბევრი სხვა რამ იწვევდეს , მათ შორის, მედიკამენტების მიღება, ცუდი ჰიგიენა, ქიმიური მოწამვლა და ა.შ.