ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექნება თუ არა მოსახლეობას საპენსიო დანაზოგზე წვდომა – ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “მოსახლეობის მიერ საპენსიო დანაზოგის გამოყენების დაშვების საკითხზე მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს.” ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პექსპერტივაზე გათვლილი რეფორმა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის ჩვენ ეს საკითხი განხილვაზე მეორეჯერ აღარ დაგვიყენებია. თუმცა, საინტერესოა, ვინაიდან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ვიმსჯელებთ” – აღნიშნა ტიკარაძემ.

დღესვე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემია მოკლევადიანი პრობლემაა და საპენსიო დანაზოგი არ უნდა დაიხარჯოს. მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად საპენსიო დანაზოგების გამოყენება მთლიანი რეფორმის დისკრედიტაციაა.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ნოემბრიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.

იტვირთბა....