aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იდიოტი… რა უნდა გაეგო ხალხს გახარიას ამ ბჟუტურიდან?” – გვარამია პრემიერ-მინისტრზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

“ვუსმინე გახარიას ნახევარსაათიან ტექსტს და შინაარსი ვერ გამოვიტანე. მსგავსი აბდაუბდა როგორ შეიძლება საზოგადოებას წარმოუდგინო, როცა ამხელა მოლოდინია და როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება, გინდა ჯანმრთელობის, გინდა ეკონომიკური კუთხით?! ამდენი წყალი როგორ შეიძლება ტექსტში იყოს, როცა საკითხი ქცევის ნორმატიულ რეგულაციას ეხება და სიზუსტეს და მკაფიოობას საჭიროებს? ამ დროს ნორმატიული აქტი უნდა გამოიტანო და ზუსტად და მკიაფიოდ გაწერილი რეგულაციები წაიკითხო. დიახ, წაიკითხო, და არა ზეპირად იბჟოტიალო, თან ცუდი ქართულით და აბდაუბდა გრამატიკული კონსტრუქციებით!

ხალხი იზღუდება ამ რეგულაციებით და სავალდებულო ქცევის წესები შემოდის. ეს ქცევის წესები დაწერილი სახით ხელმისაწვდომი ვერ იქნება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. მათ ინფორმაცია, მთავრობის ზეპირი განცხადების სახით, მედიის მეშვეობით უნდა მიიღონ. და რა უნდა გაეგოთ გახარიას ამ ბჟუტურიდან? ჩვენ გვიჭირს გაგება, ვსხედვართ ახლა და გაოგნებულები ვცდილობთ, ხალხს ზუსტად და მკაფიოდ ავუხსნათ, რა თქვა მთავრობამ, რა შეიძლება და რა არაო, როდის შეიძლება და როდის არაო. იდიოტი” – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ნოემბრიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.

იტვირთბა....