ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნუ არის აღებული ეს ასეთ დოგმატურ ერთეულად, რომ თითქოს მხოლოდ სასუნთქი აპარატია კოვიდ პაციენტის გადამრჩენელი” – ტიკარაძე

“ძალიან გთხოვთ, ნუ არის აღებული ეს ასეთ დოგმატურ ერთეულად, რომ თითქოს მხოლოდ სასუნთქი აპარატი არის გადამრჩენელი კოვიდ პაციენტის. არის ძალიან ბევრი კრიტერიუმი, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ დაგაინტერესებთ, არის, რომ სასტუმროებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩვენ შევიძინეთ დამატებით ჟანგბადის კონცენტრატორები, გუშინ მოხდა 100 კონცენტრატორის დარიგება საქართველოს მასშტაბით. 1 დეკემბრისთვის ჩვენ ველოდებით დამატებით კიდევ 900 ჟანგბადის კონცენტრატორს, რაც საშუალებას გვაძლევს, სასტუმროების ბაზაზე ჩვენ შევძლოთ პაციენტების მეტად უკეთესი მართვა.”

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....