ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია

„პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, პარტიებმა ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პოლიტიკის კეთება.

„პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმატიცაა არჩევნების შედეგების.

გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის, ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა სცნოო და მართალი იქნება.  ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და „ოცნების“ ეულად დატოვებას,
მათ შორის, არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას.
პარლამენტში არ შევდივარ, მაგრამ ჩხოროწყუს საკრებულოში ვმუშაობ, მინიმუმ, სასაცილოა.
მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პოლიტიკის კეთება.
ახლა ჰქონდათ შანსი და „ოცნების“ სასარგებლოდ გაისროლეს“.- წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ცესკო-ს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა.

იტვირთბა....