ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი კეკელიძე: მარადონას ღმერთმა იმ ხელზე ერთხელ მაინც უნდა ჩამოართვას ხელი

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების ფაქტს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ეხმარება.

მის პოსტს Facebook-ის პირადი გვერდიდან უცვლელად გთავაზობთ:

„მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ, ინგლისური ფეხბურთის და კლუბების. მაგრამ ის ვინც დიდია, მტრის ბანაკშიც დიდად მოსჩანს. მე კიდევ მგონია, რომ მარადონაზე დიდი კაცი ბურთის მგორებელთა შორის არ ყოფილა – არც მტრის ბანაკში და არც მოყვრის.  ბავშვობიდან ეგრე გამოვიდა, რომ მარადონა ადამიანი არასდროს მეგონა. იდო ერთი წიგნი ჩემთან სახლში, ფანჯიკიძის ,,მარადონა-რეი”, ბერძნული მითების გვერდით იდო და ზევსი და მარადონა ერთი სიდიადით იყურებოდნენ. აკი, თქვა, ეგო, მაშინო, ღმერთის ხელი იყოო. ამ კაცს, ისე უცნაურად იცხოვრა, ალბათ სხვაგან გაამწესებენ, მაგრამ ასე მგონია,  ღმერთმა იმ ხელზე ერთხელ მაინც უნდა ჩამოართვას ხელი“, – წერს გიორგი კეკელიძე.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა.

იტვირთბა....