ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
BBC -ის ცნობით, არგენტინის ნაკრების ყოფილ შემტევ ნახევარმცველს და მენეჯერს გული გაუჩერდა.
აღსანიშნავია, რომ მას ნოემბერში ჩაუტარდა ოპერაცია, თავის ტვინის თრომბის გამო, ახლა კი ალკოჰოლდამოკიდებულებაზე მკურნალობდა.
დიეგო არმანდო მარადონა არგენტინის ნაკრების კაპიტანი იყო, მაშინ, როცა 1986 წელს ნაკრებმა მსოფლიო თასი მოიგო.
ამასთანავე, ის თამაშობდა ბარსელონასა და ნაპოლიში.