ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი, 56 წლის მადონა ტაკიძეა. ის ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

„56 წლის არის გარდაცვლილი. ის 17 ოქტომრიდან მკურნალობდა. მდგომარეობა მალევე დამძიმდა და გადაყვანილი იყო რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. კორონავირუსის შედეგად ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. არ ჰქონია თანმხლები დაავადებები. სამწუხაროდ, ის დღეს დილით გარდაიცვალა“ – განაცხადეს კლინიკაში.

საერთი ჯამში, კორონავირუსით აჭარაში სამედიცინო სფეროს 6 წარმომადგენელი, 5 ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....