ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ითხოვდა წამალს” – ექთანი, რომელსაც კოვიდ სასტუმროში პაციენტი თავს დაესხა, მომხდარის დეტალებს იხსენებს

“ითხოვდა წამალს, იმ დოზას, რომელიც მას მიღებული ჰქონდა და დამატებით მოინდომა, რაც არ ეკუთვნოდა. მე ეს წამლები არ მქონდა. არ დაიჯერა და დამდევდა მუდმივად. მომეპარა, ჩავთვალე, რომ ჩემი მოკვლა სურდა, მაგრამ ჩემი მოკვლა კი არა, დაშანტაჟება სდომებია. თავს მოვიკლავ, სამართებლით ვენებს გადავიჭრიო, განმიცხადა. მე ეს სამართებელი და გადატეხილი თერმომეტრი წავართვი, ამ დროს თითები და მაჯა დამიზიანდა” – ამის შესახებ ბათუმში ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში დასაქმებული ექთანი, ასმათ ვარშალომიძე აცხადებს, რომელსაც პაციენტი თავს დაესხა.

მისი თქმით, ინცინდენტის დროს მან გონება დაკარგა.

“სხვა დროს ეს პაციენტი არ იყო აგრესიული, პირიქით, ძალიან მშვიდი იყო ყოველთვის, მაგრამ ბოლო დღეს რატომღაც აგრესიული გახდა და მუდმივად წამალს ითხოვდა, თან ძალიან დიდი დოზით. სასტუმროს დაცვა რამდენიმე წუთში მოვიდა, ამ დროს სამართებელი უკვე წართმეული მქონდა. დახრჩობას არ ცდილობდა, უბრალოდ ჭიდილის დროს მე ვიხრჩობოდი იმიტომ, რომ მეჭიდავებოდა, წამლების წართმევა უნდოდა, რაღაც მომენტში გონება დავკარგე. საბოლოოდ, მოვახერხე მისი გადარჩენა, სხვა პაციენტი გამოვიდა და მომეშველა. ვერც გადახტომა მოახერხა, იგი დაცვამ შეაკავა. უსაფრთხოების მიზნით ბატუტებიც გაიშალა. ბოლო მომენტში იძახდა გადავხტები და ვენებს გადავიჭრიო” – განაცხადა ასმათ ვარშალომიძე.

ცნობისათვის, ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი პაციენტმა თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

იტვირთბა....