ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

“გაკეთდება მორიგი კვლევები და განისაზღვრება მკურნალობის სტრატეგია” – როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმთელობის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა პნევმონია კვლავ აღენიშნება. ამის შესახებ “მეტრონომს” ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიძემ განუცხადა.

ბერიძის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ახალი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება და განისაზღვრება სტრატეგია, მკურნალობის რა მეთოდს გააგრძელებს.

“სტაბილური მდგომარეობაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ უკეთესია დინამიკაში. დღეს სიცხე აღარ აღენიშნება, აქვს პნევმონა, ამის გაქრობა უცებ არ ხდება სიცხესავით. მომდევნო დღეებში გაკეთდება მორიგი კვლევები, შესაბამისად განისაზღვრება სტრატეგია, იგივე მკურნალობა დარჩება თუ რამე შეიცვლება,”- განაცხადა “მეტრონომთან” გიორგი ბერიძემ.

ხოლო, დასჭირდა თუ არა ცერცვაძეს პრეპარატ “რემდესივირის” გამოყენება, ბერიძის თქმით, ამის შესახებ ის ინფორმაციას არ გლობს.

“არ ვიცი, თავის თავზე ცდის ეს კაცი და ვნახოთ, დაველოდოთ კველებს,”- განაცხადა ბერიძემ.

რაც შეეხება ცერცვაძის მეუღლეს, მიის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია და ის მკურნალობას კვლავ ბინაზე გადის.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....