“მე მათ (ხელისუფლებას) ვურჩევდი, რომ დროულად მოიფიქრონ ამ კრიზისიდან გამოსავალი, ჩვენ შეთავაზებაზე პასუხი და ნორმალური, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში იქნება.”
სერგი კაპანაძე – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისათვის, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას მოითხოვენ.