ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და სიმბოლურად გოჭი მიიყვანეს

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო არჩვნების შეეგები გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ სურთ. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა პარლამენტთან სიმბოლურად გოჭი მიიყვანეს.

“ეს არის კომუნიზმის სიმბოლო, როდესაც წითელი ლენტებით დადიოდნენ ერთპარტიულ პარლამენტში. ჩვენ მოვედით, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა ერთპარტიული, ქოცური პარლამენტი. მოვედით, რომ გავაგებინოთ – ეს პარლამენტი არავითარ შემთხვევაში არ გადაიქცევა ცხოველების ფერმად”  განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ნიკა ნოზაძემ.

ცნობისათვის, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას მოითხოვენ.

იტვირთბა....