ოპოზიციური პარტიის ლიდერები საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ხვდებიან. შეხვერის თემა კვლავ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საკითხს ეხება.
როგორც შეხვედრამდე შესვლამდე ჟურნალისტებთამ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის შეხედულება საკანონმდებლო ორგანოში შესვლის თაობაზე უცვლელი რჩება.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი განიხილება, ვინაიან ოპოზიციური პარტიები დღვანდელ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
“მეგობარ ელჩთა ძალისხმევით გრძელდება კონსულტაციები, რომ ქვეყანა ერთად გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რომელშიც ის შეიყვანა ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებით და ძალაუფლების უზურპაციით. ოპოზიციას ხელი გვაქვს მოწერილი დეკლარაციაზე რომლითაც არავინ ვაპირებთ აი ამ გზით შეთითხნილ პარლამენტში შესვლას. შესაბამისად, ველოდებით ივანიშვილისგან არჩევნების ახალ თარიღს,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
აშშ-ის ელჩს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ინდივიდუალურად შეხვდებიან.
შეგახსენებთ, ოპოზიციური შეხვედრები ოპოზიციის ლიდერებმა ამ დრომდე ევროკავშირის ელჩთანაც გამართეს. ისინი ასევე შეხვდნენ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესაც. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.