აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აცხადებს, რომ კლინიკებში ბევრი ისეთი კოვიდპაციენტია მოთავსებული, რომელთაც ამის საჭიროება არ წარმოედგენს და მათი მკურნალობა ბინაზე ან სასტიმროშიც შესაძლებელია.
კლინიკის დირექტოსი მოქალაქეებს ურცევს, რომ 4-5 კაციან პალატაში წოლას, სჯობს ერთ კაციან კომფორტულ სასტუმროებში მოთავსდნენ, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
“ალბათ რომ გადაიხედოს, სულ ცოტა 30% ადამიანების, ისეთები წვანან კლინიკებში, რომლებსაც არანაირი აუცილებლობა არ აქვთ, რომ კლინიკებში მოთავსდნენ. კლინიკაში დაწოლა ლამის სოციალური ფენის რაღაც ნიშანივით გახდა, რომ მე მაქვს საშუალება კლინიკაში დაწოლის ასეთი გაჭირვების დროს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. მე მინდა ვურჩიო ხალხს, 4-5 კაციან პალატაში წოლას, თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, არ ჯობია ერთ კაციანი, კომფორტული სასტუმროები, ყველას ჰყავს თავისი ექიმი, რომლებსაც კანტროლი ქვეშ ჰყავს პაციენტი და ამას გარდა დამატებით 200 ცალი კონცენტრატორები შეიტანეს სასტუმროებში და სუნთქვის პრობლემაც არ იქნება, მკურნალობის პრობლემაც არ იქნება,“- აცხადებს დავით გადელია.
ამასთან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია კოვიდპაციენტებს, რომლებიც მკურნალობას ბინაზე გადიან, რეკომენდაციებს აძლევს.
საქართველოსი ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 18 526 აქტიური შემთხვეაა დადასტურებული. მათგან 6 192 საავადმყოფოში მკურნალობს, 8 595 პირი კი ვირუსის მკურნალობს კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.