„ხელისუფლების მთავარი პრობლემა და დანაშაული ამ ვითარებაში გახლავთ ის, რომ მათი ყველა გადაწყვეტილება პანდემიის მართვასთან დაკავშირებით არა სახელმწიფო ინტერესებიდან, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეს არის ყველაზე მძიმე საყურებელი, როდესაც პოლიტიკურ კონიუქტურას ექვემდებარება ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის ხელის გაშვერა, რომ ოპოზიციის ბრალია პანდემია და თუ ოპოზიცია რაიმე კარგს შესთავაზებს ეს არ მივიღო, იმიტომ, რომ იმან არ დაიბრალოს. როდესაც ხელისუფლება ამ ლოგიკით მოქმედებს, ის ხელისუფალი სამწუხაროდ ხდება სახიფათო იმ სახელმწიფოსთვის, რომლის მართვაზეც მას აქვს პრეტენზია.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
“ინტერპრესნიუსი”
აღსანიშნავია, რომ Worldometers-ის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებით მე-5 ადგილზეა.