ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი თვის წინ ძმა დაკარგა ავარიით, თვითონ კორონამ შეიწირა” – ონისე მელქაძე

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ონისე მელქაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსით მისი ბავშობის მეგობარი 37 წლის ქეთინო ზარქუა გარადაიცვალა. როგორც მან „დაიჯესტს” უთხრა, ახალგაზრდა ქალს დიაბეტი ჰქონდა, რის გამოც ინფექცია გაურთულდა და დაიღუპა. ცნობილია, რომ შეყვარებული ჰყავდა და დაქორწინებას აპირებდა.

„ჩემი ბავშვობის მეგობარი შეიწირა კორონამ, ქეთინო ზარქუა. ერთი თვის წინ ძმა დაკარგა ავარიით, თვითონ ქეთის, ბავშობიდან დიაბეტი ჰქონდა, მოულოდნელად დაინფიცირდა და მდგომარეობაც უცებ გართულდა. მალევე შეაერთეს აპარატზე, თუმცა ვერ გადაიტანა ეს დაავადება. შეყვარებულიც ჰყავადა დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ძმის ტრაგედიის გამო, ვეღარ მოახერხა. საშინელი ტრაგედია ტრიალებს მათ ოჯახში “ – უთხრა ონისე მელქაძემ „დაიჯესტს”.

იტვირთბა....