ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აპირებს თუ არა ტიკარაძე თანამდებობის დატოვებას – მისი პირველი კომენტარი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაკავებული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს“ – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ადგილს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტაძე დაიკავებს.

იტვირთბა....