მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე ტავდასხმისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადვოკატი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას დღის მეორე ნახევარში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, ლევენ ზურაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ნოემბრეს შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირმა მძევლად 17 ადამიანი აიყვანა. ამასთან, თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები წამოაყენა. მოგვიანებით ტავდამსხმელი დააკავეს და ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.