ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი იწვევს მუცლის მოშლას” – რა გავლენას ახდენს კოვიდ 19-ი ორსულობის დროს მუცლად მყოფი ბავშვის განვითარებაზე” – ექიმი მიმართვას ავრცელებს

“არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი იწვევს მუცლის მოშლას ან გავლენას ახდენს ორსულობის დროს თქვენი ბავშვის განვითარებაზე”, – აღნიშნულ განცხადებას ქართველი ექიმი, ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“მეტრონომი” ექიმის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ:⬇️
1 – ჩაგიტარდათ ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
2 იტარებთ ქიმიოთერაპიის , იმუნოთერაპიის ან რადიოთერაპიის ინტენსიურ კურსს.
3- მათ ვისაც აღენიშნებათ სისხლის ან ძვლის ტვინის კიბო (მაგალითად, ლეიკემია, ლიმფომა ან
მიელომა)
4- 6 თვის განმავლობაში ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ან კვლავ იღებენ იმუნოდეპრესანტულ მედიკამენტს.
5-ფილტვის მძიმე დაავადების დროს (მაგალითად, კისტოზური ფიბროზი, ან სხვა მწვავე დაავადება)
6- იღებთ მედიკამენტებს, რის შედეგადაც ინფექციების ალბათობა გაცილებით მეტია (მაგალითად, სტეროიდების მაღალი დოზები ან იმუნოდეპრესანტული მედიკამენტები)
7- გულის სერიოზული დაავადებების დროს (მძიმე მანკები)
8- დაუნის სინდრომის მქონე მოზრდილები
რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა და უტარდებათ დიალიზი.
საშუალო რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები:
1- არიან 70 წლის ან უფროსი ასაკის აქვთ ფილტვის დაავადება (როგორიცაა ასთმა, ჩOPD, ემფიზემა ან ბრონქიტი)
2- გულის დაავადების მქონე პირები (მაგალითად, გულის უკმარისობა)
3- დიაბეტით დაავადებულები
4- თირკმლის მწვაე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პირები
5- ღვიძლის დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, ჰეპატიტი)
6- პარკინსონის დაავადების მქონე პირები
7- გაფანტული სკლეროზის მქონე პირები
8- ცერებრალური დამბლის მქონე პირები
9- ორსულები.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი იწვევს მუცლის მოშლას ან გავლენას ახდენს ორსულობის დროს თქვენი ბავშვის განვითარებაზე.” – წერს ექიმი.
იტვირთბა....