ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

(ფოტო) 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ბოლო კვირაში, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მატებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ მონაცემებს ამერიკული გამოცემა New York Times-ი აქვეყნებს. 22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 3 986 118 ადამიანიდან კორონავირუსი 4 048 პაციენტს დაუდასტურდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0.10%-ზე მეტია (დაახლ. 0.1016%).

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს ლუქსემბურგი, ლიტვა, ხორვატია, მონტენეგრო და ანდორა მოსდევს. New York Times-ის რუკის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 2 807 ინფიცირებული მოდის. 100 000 მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო ცხრილში მეცამეტე ადგილს იკავებს.

იტვირთბა....