ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს ექიმისთვის დამთრგუნველია… ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა” – რატიანის ემოციური მიმართვა

,,როცა პაციენტი ან მისი პატრონი გიკავშირდება 112-ით და გთხოვს, რომ მიიღო პაციენტი და მას ვერ ეხმარები, ეს დამთრგუნველია ექიმისთვის. იმედია, ყველა გავერთიანდებით, გვექნება ერთიანი ლოზუნგი, რომ ყველა უნდა გადავრჩეთ. ერმა და ბერმა უნდა დავივიწყოთ პირადი ამბიციები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს. ამ ხალხს უნდა ვუშველოთ და მოვლა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ხვალიდან, მთავრობა, პოზიცია, ოპოზიცია იქნება, უნდა დასხდნენ ყველა ერთად და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს ამ ვირუსისგან. ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა, თუ გავერთიანდებით ყველა ერთად, დამერწმუნეთ რომ ქვეყანა გადარჩება.”

ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....