ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში ვმუშაობ, მსგავს კატასტროფას არ მოველოდი, ჰოსპიტალური სექტორი უფსკრულშია” – შალვა რცხილაძე

,,ბოლო დღეებში რამდენიმე საავადმყოფოში სტუმრობა მომიწია. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ კლინიკაში ვმუშაობ, მსგავს კატასტროფას არ მოველოდი!” – ამის შესახებ საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა რცხილაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ჰოსპიტალური სექტორი უფსკრულშია! სწორედ ეს არის ფორსმაჟორი – ქვეყანა არის ბიოლოგიური ომის მდგომარეობაში; ამ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, და აგრეთვე ვინაიდან ამ ომის გადატანა ძირითადად კლინიკებს უწევთ, სასწრაფოდ უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) სასწრაფოდ! კლინიკებს უნდა დაუფარონ არსებული 4-5 თვიანი დავალიანება;

ბ) მიმდინარე დავალიანებების დაფარვა უნდა მოხდეს მაქსიმუმ 1-თვიანი დაყოვნებით;

გ) მინიმმუმ 6 თვით გაიყინოს საბანკო კრედიტების მომსახურება;

დ) ასევე, 6 თვით განახევრდეს კომუნალური გადასახადები კლინიკებისათვის;

და რაც მთავარია, შეიქმნას ზეპარტიული კომისია, რომელიც იქნება პასუხისმგებელი პანდემიის მართვაზე!

ხალხნო ომში ვართ! რეალურ ბიოლოგიურ ომში!” – წერს შალვა რცხილაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....