მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საგანგაშო ნიშნები – როგორ უნდა მიხვდეს ინფიცირებული, რომ მისი მდგომარეობა მძიმდება

„არსებობს რამდენიმე საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა მძიმდება“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველი საგანგაშო სიგნალი სუნთქვის გაძნელებაა.

“იმის გასაგებად, მძიმდება თუ არა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე საგანგაშო ნიშანია. ეს, პირველ რიგში, არის სუნთქვის გართულება. განსაკუთრებით, თუ წუთში 30-ზე მეტი იქნება სუნთქვის სიხშირე. ოღონდ, ადამიანმა ამ დროს მაქსიმალურად უნდა დაიმშვიდოს თავი და ეცადოს რეალისტურად გაზომოს სუნთქვის სიხშირე და არ უნდა იყოს ემოციური, რადგანაც ამ დროს, შესაძლოა, მოეჩვენოს კიდეც. ასევე, ამ დროს იგრძნობა ტუჩების გალურჯება, ძლიერი ტკივილი გულ-მკრედის არეში, მივარდნილობა და გამოფხიზლების შეუძლებლობა. ასევე, თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება. ისე, ჩვეულებრივად, ამ დაავადებას ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ახასიათებს, თუმცა ადამიანები ამაზე ძალიან ნერვიულობენ, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ეს ამ დროს ნორმალურია,” – აცხადებს მაია ბუწაშვილი.

მის განცხადებას Rustavi 2 ავრცელებს.

იტვირთბა....