ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გავა ეს ორი წელიც, იქნება მერის არჩევნები” – ხატია სიჭინავა კახა კალაძეს მიმართავს

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა აცხადებს, რომ შაბათს ჩატარებულ არჩევნებზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა, რადგან მას იმედები გაუცრუა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილების ოჯახს და საზოგადოებას შორის დიდი ორმოა, რომელიც ვეღარ შეივსება. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

„გუშინ მივიდა ეს ადამიანი საარჩევნო უბანზე, საკუთარი თავისთვის რომ მიეცა ხმა. იქ იყო ქალბატონი, რომელიც დაცვამ გაათრია, ხალხი გარეკეს როგორც ცხოველები, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი შესულიყო ხმის მისაცემად. მე ვფიქრობ არ ესმის ჩვენი ხმა. ალბათ თავისი საინფორმაციო აქვს ჩართული, სადაც ვარდისფრად ჩანს ყველაფერი. ჩვენს შორის დიდი უფსკრულია, რომელსაც ვერაფერი ვეღარ ამოავსებს.

მე ვარ ერთ-ერთი ვინც აირჩია კახი კალაძე. მინდა მივმართო მას, კახი ეს ხალხი ვინც ქუჩაში დგას, შენი ხალხია, თბილისელებია. შენ ამ ქალაქის მერი ხარ და ვალდებული ხარ გონორით არ ელაპარაკო. უნდა გამოხვიდე და კითხო, რით დაგეხმაროთ ხალხო? გავა ეს ორი წელიც, იქნება მერის არჩევნები. ამ ქალაქში უნდა იცხოვროთ და ხალხს თვალებში უნდა შეხედოთ” – განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, შაბათს, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

 

იტვირთბა....