aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მშობლებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

COVID-19-ის პანდემია გავლენას ახდენს, როგორც ზრდასრულების, ასევე ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკაზე – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემიის პერიოდში სტრესს ბავშვებიც განიცდიან, მის დაძლევაში კი მათ მშობლები უნდა დაეხმარონ.

ჯანმო მშობლებს მოუწოდებს, ყოველდღიურად, 10 წუთის განმავლობაში ბავშვები ცეკვით გაართონ. ცეკვა ბავშვებს ენერგიის დახარჯვაში და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.

ამასთან, ორგანიზაცია მშობლებს მოუწოდებს ყოველდღიურად, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში, ბავშვებს საშუალება მისცენ მათთვის საინტერესო აქტივობა აირჩიონ, რომლითაც ერთად დაკავდებიან.

“ეს მათ აგრძნობინებს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

იტვირთბა....