“ბატონო დავით, უკვე იმდენს წვალობთ ლამისაა, დავავლო ხელი კორძაიას და სამნიძეს და ძალადობრივი გზებით შევსვა პარლამენტში, რომ მე დამაბრალოთ.”
თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი
სოციალური ქსელი
აღნიშნული კომენტარით ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, დავით ბერძენიშვილის “ფეისბუქ” გამოკითხვას: „ფრენდების უმრავლესობამ გვითხრა, რომ არ უნდა შევიდეს ამ გაყალბებულ არჩევნებში ოპოზიცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაისად ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. გავკადნიერდები და კიდევ დავსვამ კითხვას: რა გზებით და როდის შეძლებს ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას? ფიქრობთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება არ წავა?”