ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები” – სერგო ჩიხლაძე

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის სფეროს სრული კოლაფსთან დაკავშირებით “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ქვეყანაში, გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები უნდა შეიცვალონ.

“ვხედავთ პრობლემას პრობლემა ემატება და არაფერი არ კეთდება, რომ რაღაცა გაუმჯობესდეს. არა მარტო კოვიდინფიცირების არამედ ზოგადად მიმდინარე დაავადებების მართვაც არის კონტროლიდან გასული. უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, უნდა შეიცვალოს ფორმატი და გაფართოვდეს საკოორდინაციო საბჭო იმიტომ, რომ საკოორდინაციო საბჭო არ არის რეალურად საკოორდინაციო საბჭო, ის გადაიქცა “ქართული ოცნების” ჩვეულებრივ დანამატად”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, დღეს, საქრთველოში,  კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 3 851 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

იტვირთბა....