ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ამაზრზენი კამპანია – ახლა სურთ, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ბევრ ფარისევლობას” – დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერი, ხატია დეკანოიძე “ქართულ ოცნებაში” გაკეთებულ ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, “ოცნებას” სურს, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ბევრ ფარისევლობას.

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ამაზრზენი კამპანია. ახლა სურთ, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ბევრ ფარისევლობას. არ ვიცი, რა დავარქვა ამ მეორე ტურებს, ეს არის კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტური. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.

მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე მივმართეთ ჩვენს ამომრჩევლებს, არ მივიდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს. არც ჩვენ – ოპოზიციის კანდიდატები და არც ჩვენი ამომრჩეველი მონაწილეობას არ მიიღებს იმ დემოკრატიის იმიტაციაში, რომლის შექმნაც ბიძინა ივანიშვილმა სურს.

პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ერთი პარტია მონაწილეობს ასე ვთქვათ არჩევნებში, ვერც ერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიისთვის რომელიც მას სჭირდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ცნობისთვის, კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით 17 საარჩევნო ოლქში იმართება.

იტვირთბა....