ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ მკაცრი “ლოკდაუნი” გამანადგურებელი შედეგის მომტანია.
ბუწაშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებამდე არ მივა და უფრო წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ისეთ შეზღუდვებზე, რომლებიც გაზაფხულზე მოქმედებდა, საუბარი არ არის, რადგან ეს იქნება სერიოზული ეკონომიკური ტვირთის და დარტყმის მატარებელი.